"ვისი დამსახურებით მოიგებს "ნაპოლი" სკუდეტოს?" - კანავარომ განმარტა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ფაბიო კანავარომ, La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" წინა ორ ჩემპიონობაში ყველაზე დიდი წვლილი დიეგო მარადონას მიუძღვის, თუმცა წელს სპალეტის გუნდმა ეს კოლექტიურად მოახერხა.

"ხვიჩა კვარაცხელიაც და ვიქტორ ოსიმენიც უდავოდ ძლიერი ფეხბურთელები არიან, თუმცა სკუდეტო მოიგო გუნდმა და არა ამ ორმა მოთამაშემ. მაგალითად, ქართველმა და ნიგერიელმა "იუვენტუსთან" კარგი შეხვედრა ვერ ჩაატარეს, მატჩის ბედი კი რასპადორიმ და ელმასმა გადაწყვიტეს.

ლუჩანო სპალეტიმ შეძლო და შექმნა გუნდი, რომელიც არა მხოლოდ ეფექტურად თამაშობს, არამედ გამარჯვებულის მენტალიტეტიც
აქვთ.

რაც შეეხება "ნაპოლის" ჩემპიონობას გასულ წლებში, ვფიქრობ, რომ ამაში მთავარი წვლილი დიეგო მარადონას მიუძღვის" - განაცხადა კანავარომ.


altთუ ხვიჩა "ნაპოლიში" დარჩა - როგორ უნდა იყოს გუნდი ძველებურად ამბიციური და რა რესურსი არსებობს?

altალეგრის თანაშემწემ სპალეტის განავალი უწოდა

მკითხველის კომენტარები / 8 /
დამშვიდდით ძალიან ნუ ინერვიულებთ, აი თქვენ რომ გინდათ და ითვლით იმაზე მაგრა ითვლის ყველაფერს ნაპოლის ხემძღვანელობა, თქვენ თვალი მიადევნეთ ყველაფერს და ისიამოვნეთ. ეს კანავარო და კიდევ ათასი ვინმე რას იტყვის, სპალეტის სულ მაგრა კიდია, კანავარო საეზონის დასაწყისში იმასაც იტყოდა კავრა რა ფეხბურთელიაო, მაგრამ სპალეტიმ აიყვანა და ათამაშა!!!
გიო
10:54 27-04-2023
0
გეთანხმები ბადრი ,მხოლოდ ერთი განსხვავებით კანავარო არ დარბის 8000 ევროიანი იარაღით...
სენაკელი
19:54 26-04-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული