ლეაოს უარი "რეალსა" და "ჩელსის" - პორტუგალიელს თამაში "მილანში" სურს

AutoSharing Option
რაფაელ ლეაომ მადრიდის "რეალისა" და "ჩელსის" შემოთავაზებაზე უარი თქვა, პორტუგალიელ ფეხბურთელს "მილანში" დარჩენა სურს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რაფაელს "როსონერისთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა მისი განახლება სურს. უბრალოდ, ერთი პირობაა, მილანელები აუცილებლად უნდა გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მომენტისთვის სტეფანო პიოლის შეგირდები სერია A-ში მე-4 ადგილზე იმყოფებიან ("რომასაც" 56 ქულა აქვს), ლიგაზე კი ნახევარფინალში თანაქალაქელ "ინტერს" უნდა დაუპირისპირდნენ.

რაც შეეხება ლეაოს სტატისტიკურ მონაგარს, პორტუგალიელმა ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 29 მატჩი გამართა და თავი 12 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარია ნამდვილად! თავიდან ამაში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ ნაპოლისთან მისმა თამაშებმა (თუმცა არა მხოლოდ ამ მატჩებმა) მისი უნარები სრულად დამანახა. წარმატებები ლეაოს
სიმართლე
11:15 27-04-2023
0
საოცრად ლაღი ბიჭია!
ნინო
21:35 26-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული