ლეაოს უარი "რეალსა" და "ჩელსის" - პორტუგალიელს თამაში "მილანში" სურს

AutoSharing Option
რაფაელ ლეაომ მადრიდის "რეალისა" და "ჩელსის" შემოთავაზებაზე უარი თქვა, პორტუგალიელ ფეხბურთელს "მილანში" დარჩენა სურს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რაფაელს "როსონერისთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა მისი განახლება სურს. უბრალოდ, ერთი პირობაა, მილანელები აუცილებლად უნდა გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მომენტისთვის სტეფანო პიოლის შეგირდები სერია A-ში მე-4 ადგილზე იმყოფებიან ("რომასაც" 56 ქულა აქვს), ლიგაზე კი ნახევარფინალში თანაქალაქელ "ინტერს" უნდა დაუპირისპირდნენ.

რაც შეეხება ლეაოს სტატისტიკურ მონაგარს, პორტუგალიელმა ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 29 მატჩი გამართა და თავი 12 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარია ნამდვილად! თავიდან ამაში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ ნაპოლისთან მისმა თამაშებმა (თუმცა არა მხოლოდ ამ მატჩებმა) მისი უნარები სრულად დამანახა. წარმატებები ლეაოს
სიმართლე
27 აპრილი 2023 11:15
0
საოცრად ლაღი ბიჭია!
ნინო
26 აპრილი 2023 21:35
0
* - მართალი ხარ, მაგას ისედაც ეტყობა რომ კარგი კაცია სულ იღიმის, სულ კარგ ხასიათზეა ვისაც არ უნდა ეთამაშებოდეს და ფეხბურთსაც ლაღად თამაშობს ყოველგვარი დძაბულობის გარეშე, პიოლის თავისუფლებაც მიცემული აქვს, სპალეტისგან განსხვავებით და დაქრის კიდევაც მოედანზე. მილანის გამარჯვება არ მინდა, მაგრამ ლეაოსი კი ნამდვილად.
მალხაზ ჯობავა
26 აპრილი 2023 21:09
0
ლეაოს ინსტაგრამზე ხვიჩა ყავს გამოწერილი და სურათებს ულაიქებს,მაგრად ევასება ხვიჩა
!!!
26 აპრილი 2023 20:01
0
რა მაგარი ბიჭი ყოფილა მოედნის გარეთ,კვარასთან მისმა ურთიერთობამ დამანახა ეგ
*
26 აპრილი 2023 19:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული