"ისე ჩამომართვა ხელი, არც კი შემომხედა" - "ალ ვაჰდას" თავდამსხმელი არაბუთი თასის ნახევარფინალის შემდეგ უსიამოვნო ფაქტს იხსენებს

AutoSharing Option
"ალ ვაჰდას" თავდამსხმელმა ჯინ-დევიდ ბოგელმა კრიშტიანო რონალდოს მხრიდან უპატივცემულობაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 2 დღის წინ "ალ ნასრი" საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალში 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი სწორედ ბოგელმა გაიტანა.

"მატჩის დასრულების შემდეგ მასთან მივედი, ვუთხარი, რომ დიდ პატივს ვცემდი და მისი დიდი გულშემატკივარიც ვიყავი... მაისური ვთხოვე...

ისე ჩამომართვა ხელი, არც კი შემოუხედავს. ჩუმად ვიყავი, რადგან მისი თამაშების ყურებაში გავიზარდე. მახსოვს, როგორ ვსწავლობდი ჩემი კერპისგან, კრიშტიანოსგან.

მესმის რონალდოსი, რადგან მარცხით იმედგაცრუებული და გაღიზიანებული იყო, ჩემპიონები მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვიან, თუმცა ასეთმა დამოკიდებულებამ ძალიან გამაკვირვა.
მოედანზეც საკუთარ თანაგუნდელებს ძალიან უყვიროდა" - განაცხადა ბოგელმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული