"ნაპოლი" კიმ მინ-ჯეს კარგავს - დე ლაურენტისს არჩევანი არ აქვს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი კიმ მინ-ჯე, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სამხრეთკორეელი ფეხბურთელით დაინტერესებას რამდენიმე ინგლისური გრანდი გამოთქვამს, თუმცა ყველაზე მეტად კი მისი შეძენა "მანჩესტერ სიტის" სურს.

მოგეხსენებათ, 26 წლის მცველის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევროა მითითებული. შესაბამისად, თუ რომელიმე კლუბი ამ თანხას გადაიხდის, "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს არჩევანი არ ექნება.

შეგახსენებთ, კიმი "ნაპოლის" გასული წლის ზაფხულში "ფენერბაჰჩედან" 18 მილიონ ევროდ შეუერთდა.

altFourFourTwo: "ლივერპული" კიმის სანაცვლოდ 68

მილიონ ევროს იხდის

alt"ნაპოლი" ტრანსფერებში ერკვევა - კიმის სწრაფი ევროპული ადაპტაცია და ოჯახური იდილია

altკიმი "ნაპოლიში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება - რას ითხოვს კორეელი

მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველა თავის ვერსიას წერს, ჯუღელმა რა ყნდა ქნას, ხვიჩა სად უნდა გადავიდეს./ არადა ავიწყდებათ ის რომ, იქნებ თვითონ ხვიჩას ჯერ არსად არ უნდა გადასვლა, პატარა ხომ არა, რო ვერ ხვდებოდეს რა და როგორ ჯობია./ აცადეთ , და თქვენ კოდე ფეხბურთით ისიამოვნეთ
Vasili
12:53 28-04-2023
0
არ მგონია ნაპოლიმ ტრანსფერებიდან 200 მილიონი აიღოს და შემდეგ 70 მილიონი მაინც არ დახარჯოს ახალი ფეხბურთელების შეძენას, მთავარია სელეკცია რამდენად კარგი გამოუვათ.. ისე კი, ხვიჩა ბარსელონას ტაკტიკაში ძალიან კარგად ჩაჯდებოდა
კვარადონა
20:23 27-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული