არც "კვარა" და არც ოსიმენი - ცნობილია, ვისი შენარჩუნება სურს დე ლაურენტისს ყველაზე მეტად

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსი" ზაფხულში "ნაპოლის" სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის გადაბირებას ეცდება.

Areanapoli-ს ცნობით, სეზონის ბოლოს "პარტენოპეის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მთავარი საზრუნავი სწორედ 51 წლის საფეხბურთო სელექციონერის შენარჩუნება იქნება.

"ჯუნტოლიმ ყველას დაუმტკიცა, რომ ნამდვილი პროფესიონალია. "ნაპოლის" წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის, რადგან არაერთი ნიჭიერი მოთამაშე აღმოაჩინა. აურელიო დე ლაურენტისი მის გაშვებას არ განიხილავს და კრისტიანოსთვის ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს", - წერს გამოცემა.

ჯუნტოლის "პარტენოპეის" სპორტული დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებს. "ნაპოლისთან" მისი კონტრაქტი
2024 წლის ზაფხულში იწურება.

altმართლა გადავა თუ არა დივეევი "ნაპოლიში"? - ჯუნტოლიმ ყველაფერი განმარტა

alt"ნაპოლი" ხვიჩას 3 წელი აკვირდებოდა - რას წერდა ჯუნტოლი თავის საიდუმლო დღიურში

altჯუნტოლიმ "ნიუკასლის" კვარაცხელიას ტრანსფერზე თანხის შეთავაზებაზე კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაი თქვენს პატრონს ჯუნტოლი თუ მაგარი გგონიათ. პროსტა მაგარი მექრთამეა(ეხლა არ დამიწყოთ ვაიპატრიოტობა) დაუძახეს აქაურებმა უთხრეს ორი ლიმონი შენ, რუსები იასნია წილში არიან, გენიოსი კვარა, რომელსაც რეკლამაც არ ჭირდება და უქონლობის გამო დინამოდან და რუსთავიდანაც “გააძევეს” მერე ლოკომაც ვაიქართველ-ასათიანის გამო უარი უთხრეს და რუბინი მარტოკამ რუსეთის ელიტაში ათრია გუნდი, მერე მოსახვედრის გამო ჩერეზ ბათუმი ნაპოლი და კვარა ყველგან გაბრწყინდებოდა სადაც მოხვდებოდა(ვაი ბედკრულო საქართველოვ) კიდევ ვითომ კიმიო, რომელსაც კვარაზე მოწინააღმდეგე გუნდის ზედმეტი ყურადღებით ნაკლები დატვირთვა ქონდა - და აი საიცრება ჯუნტოლი ყოფილა ყველაფერი’’’ მეცინება წაიყვანოს იყვემ და ნახავს რა ვედივლათიცაა,,, კვარა კი ბევრ სიურპრიზს გვანახებს!!!!
suxumchanin
08 ივნისი 2023 01:21
5
კაცურა ასათიანი აქ რა შუაშია? კიკნაძე იყო ეგ
გიორგი
08 ივნისი 2023 02:20
0
ხვიჩა კვარაცხელიას აღმოჩენა არ სჭირდებოდა, ის ხელის გულზე იდო და ბრმა თუ ვერ დაინახავდა. მისი გადასვლა ნაპოლში იქნებოდა თუ სხვა კლუბში დროის საკითხი იყო. უბრალოდ ომი დაემთხვა და დაჩქარდა პროცესები, რაც ძალიან კარგი იყო ხვიჩასთვის, რუბინისთვის კი კატასტროფა.
gio
07 ივნისი 2023 16:45
12
Juntolis arafers vukargav,magram swored eg aris rom agmosavletshi ar edzeben sxvebi momaval varskvlavebs,kvela cnobili klubi mzad aris samxret amerikelebshi(brazilia,argentina,urugvaia...) da balkanelebshi(serbeti,xorvatia,slovenia...) gadaixadon milionebi da kacma ar icis vis kiduloben,top 5 chempionatebi gamotenilia am qveknebis fexburtelebit da umravlesoba chveulebrivi donis fexburtelia...juntolim kidev qartvelshi da koorelshi gaartka ase rom vtqvat da es kvelas gaukvirda,turme iqac codniato magal doneze tamashio...ai es aris sul da ase gaxda superjuntoli.
Givi
07 ივნისი 2023 16:23
5
კარგია ჯუნტოლი თუ იუვენტუსში გადავიდა. ბევრ ქართველ ფეხბურთელს, რათქმაუნდა თუ დაიმსახურებენ, ექნებათ შანსი მისი ყურადღება მიიქციონ.
ნუგზარი
04 მაისი 2023 00:27
7
აურელიო! მე რომ ვყოფილიყავი შენი გუნდის სპორტული დირექტორი, ხვიჩას 5 წლის წინ აღმოვაჩენდი.
ქ. გ.
03 მაისი 2023 17:03
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული