"ხვიჩა კვარაცხელია წლევანდელი "ნაპოლის" წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. მხოლოდ სერია A-ში მან 9 გოლის გატანა შეძლო. ნიჭიერ, ახალგაზრდა ფეხბურთელს წარმოუდგენელი სეზონი აქვს. "პარტენოპეიმ" "კვარა" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ბედის ირონიით, ამაში დიდი წვლილი რუსეთ-უკრაინის
2021 წელს "რუბინმა" მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მოითხოვა. ამის გამო დიდმა გუნდებმა, მათ შორის, "იუვენტუსმა", მისი შეძენა დროებით გადადეს.
კრისტიანო ჯუნტოლი კვარაცხელიას 2019 წლიდან აკვირდებოდა, მისი სკაუტები ფეხბურთელის დადებით და უარყოფით მხარეებს სწავლობდნენ და ამის შესახებ 51 წლის საფეხბურთო სელექციონერს უამბობდნენ. კრისტიანომ თავის დღიურში ხაზი რამდენიმე ფაქტს გაუსვა, კერძოდ, "კვარას" პიროვნულ თვისებებს: "მისი ცხოვრების სტილი მხოლოდ ფეხბურთს უკავშირდება, ყოველდღე დიდი გულმოდგინებით ვარჯიშობს".
შესაბამისად, მას შემდეგ, რაც "კვარა" ბათუმის "დინამოს" შეუერთდა, ჯუნტოლი მიხვდა, რომ ამ მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და მარტში ქართველის ტრანსფერი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეათანხმა" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 12 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
Daily Mail: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია - "ნაპოლის" სკუდეტოს ბეჭედი დაუსვა
ხვიჩასა და ზურიკოს ყოფილმა თანაგუნდელმა ვარჯიშისას კლინიკური სიკვდილი გადაიტანა