რეიტინგის ფორმირებისას გათვალისწინებული იყო სპორტსმენების მიერ 2022 წლის 1-ელი მაისიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე მიღებული ხელფასი, ყველა საპრიზო თანხა და პრემია.
"ალ-ნასრის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, რომლის ერთობლივი შემოსავალი 12 თვის განმავლობაში 136 მილიონი დოლარია.
პსჟ-ის ფეხბურთელები ლიონელ მესი და კილიან მბაპე 130 და 120 მილიონი დოლარით შესაბამისად მეორე და მესამე ადგილზე არიან.
1) კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) - 136 მილიონი დოლარი
2) ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 130 მილიონი დოლარი
4) ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 119,5 მილიონი დოლარი
5) საულ ალვარესი (ბოქსი) - 110 მილიონი დოლარი
6) დასტინ ჯონსონი (გოლფი) - 107 მილიონი დოლარი
7) ფილ მიკელსონი (გოლფი) - 106 მილიონი დოლარი
8) სტეფ კარი (კალათბურთი) - 100,4 მილიონი დოლარი
9) როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 95,1 მილიონი დოლარი
10) კევინ დურანტი (კალათბურთი) - 89,1 მილიონი დოლარი