დე ხეას უპატიებელი შეცდომა - "ვესთ ჰემმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "ვესთ ჰემმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა.

მატჩი "ჩაქუჩების" უპირატესობით დაიწყო, 27-ე წუთზე "ვესთ ჰემის" შემტევმა საიდ ბენრაჰმამ ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა, დარტყმა არც ისე ძლიერი იყო, თუმცა "იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ მისი მოგერიება ვერ შეძლო.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა, თუმცა ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

ამრიგად, "ვესთ ჰემი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-15 ადგილს იკავებს, დევიდ მოიესის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს კონფერენს ლიგაზე 11 მაისს "ალკმაარის" წინააღმდეგ გამართავს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 63 ქულით მე-4 ადგილზეა, "წითელი ეშმაკები" 13 მაისს "ვულვზს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული