"პარი სენ ჟერმენი" ჰარი კეინით დაინტერესდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" ჰარი კეინით დაინტერესდა, ამის შესახებ Le10Sport-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, დედაქალაქური კლუბი მზადაა, ინგლისელის სანაცვლოდ "ტოტენჰემს" 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მოგეხსენებათ, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-ს ლიონელ მესი დატოვებს, პარიზელები კი მის შემცვლელად სწორედ კეინსა და "ნაპოლის" ვარსკვლავს ვიქტორ ოსიმენს განიხილავენ.

შეგახსენებთ, ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში "დეზების" მაისურით ჯამში 46 მატჩი ჩაატარა, თავი კი 28 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰარი კეინი კი არა აშმალახა ვერ უშველის უტრადიციო გუნდებს პსჟ-ს და სიტის
ნიკო
18:38 11-05-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული