დე ლაურენტისს დიდი გეგმები აქვს - "ნაპოლი" ზაფხულში 3 ტალანტის ყიდვას ეცდება

AutoSharing Option
"ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერებას გეგმავს, Сalcionapoli-ის ცნობით, კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების ყიდვა სურს და სამიზნეებიც შეარჩია.

"პარტენოპეი" "სელტას" ტალანტის გაბრი ვეიგას, "ვილიარეალის" გარემარბის იერემი პინოსა და "მალიორკას" შემტევის კანგ ინ ლი-ს დამატებას შეეცდება.

ვეიგა ლა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ ნახევარმცველად ითვლება, მიმდინარე სეზონში 20 წლის ესპანელმა "ვიგოელების" მაისურით 31 მატჩი გამართა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

იერემი პინო "ვილიარეალის" ერთ-ერთი ლიდერია და ვეიგას მსგავსად 20 წლის გახლავთ, მან
41 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება კანგ ინ ლი-ს, სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა "მალიორკას" რიგებში 35 მატჩი გამართა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

alt"ნაპოლი" კვარას და ოსიმენს მხოლოდ ასე შეინარჩუნებს" - კასანოს რჩევა დე ლაურენტისს

altსპალეტი აღშფოთებულია - ლუჩანოსა და დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა დაიძაბა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველა როგორ არიგებთ ჭკუას ნაპოლის მფლობელს კომენტარებიდან გამომდინარე. მიკვირს გუნდის წართმევაზე რომ არ ლაპარაკობთ)
დავით 67
03:02 12-05-2023
0
სიფათზე ეტყობა, მაგარი ჟადნია. ამის ხელში რა გაახარებს კვარას.
სიმართლე
01:02 12-05-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული