"ნაპოლი" კვარას და ოსიმენს მხოლოდ ასე შეინარჩუნებს" - კასანოს რჩევა დე ლაურენტისს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" ორი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. "რეალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, აურელიო დე ლაურენტისი მათ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ორივე მათგანს ხელფასს საგრძნობლად გაუზრდის.

"თუ "ნაპოლის" წარმატების გამეორება შემდეგ სეზონშიც სურს, მათ მაღალი დონის ფეხბურთელები უნდა შეინარჩუნონ, ამის გაკეთება კი რთულ იქნება, რადგან გამოჩნდებიან ევროპული გრანდები, რომლებიც "პარტენოპეის" ლიდერებს 5-6 ჯერ მაღალ ანაზღაურებას შესთავაზებენ, ამაზე კი უარის თქმა როგორც "კვარას", ასევე ოსიმენსაც გაუჭირდებათ.

ამ შემთხვევაში რჩება ერთადერთი გამოსავალი, დე
ლაურენტისმა ორივე მათგანს ხელფასები უნდა გაუზარდოს. "ნაპოლი" ნამდვილად ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს და იმედია, ასეც გაგრძელდება", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა. 

alt"დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში გავლენ" - კასანომ "მილანსა" და "ნაპოლის" შორის არჩევანი გააკეთა

alt"მეგონა, რომ ასეთ მატჩებში უფრო გადამწყვეტი იქნებოდა" - კასანომ "კვარაზე" ისაუბრა

alt"ადრე დიდებული მწვრთნელი იყო, დღეს კი აღარაფერს წარმოადგენს" - კასანომ მოურინიოზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული