Daily Mail-ს ცნობით, საუდის არაბეთში კიდევ ერთ ცნობილ ფეხბურთელს ეპატიჟებიან. საუბარი "ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისზეა, თუმცა რომელი გუნდი სთავაზობს სამსახურს ვეტერან ფრანგს, არ კონკრეტდება.
მედიაში დაიწერა, რომ თანხმობის შემთხვევაში, 36 წლის კიპერს კვირაში 300 000 ფუნტს გადაუხდიან, "სპურსში" კი ის კვირაში მხოლოდ 100 000 ფუნტს იღებს.
შეგახსენებთ, რომ ლორისი ამჟამად ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.