"ცხოვრებაში თავისუფლება ფასდაუდებელია" - სპალეტი და "ნაპოლი" დასრულდა?

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" 33-წლიანი პაუზის შემდეგ, სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიპოვა და იტალიის ჩემპიონი გახდა. მიუხედავად ასეთი წარმატებული სეზონისა, "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.

იტალიური მედია უფრო და უფრო ხშირად წერს იმის შესახებ, რომ ტოსკანელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მოქმედებებით უკმაყოფილოა და შესაძლოა, "ნაპოლი" დატოვოს.

აურელიო დე ლაურენტისმა Sky Sports-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ სპალეტი წასვლას გადაწყვეტს, მის არჩევანს წინ არ აღუდგება.

"კარგი იქნება, თუ ლუჩანო "ნაპოლიში" დარჩება და საკუთარი საქმის კეთებას გააგრძელებს, თუმცა ცხოვრებაში ყველაზე ფასეული და
განუზომელი თავისუფლებაა. ფრთები არავის უნდა დააჭრა, რადგან ვინმემ იგივე ჩემს მიმართ არ გააკეთოს. ბოლო პერიოდში კარლო ანჩელოტისთან, ვალტერ მაცარისთან, ედი რეიასთანა და რაფაელ ბენიტესთან მაკავშირებენ. მთავარია მადლიერი ვიყოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩვენთვის რაღაც გაიღეს", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 36-ე ტურში "ინტერს" უმასპინძლებს, მატჩი 21 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

altPREVIEW - კვარაცხელიასა და ოსიმენის გარეშე "ინტერთან"? - "ნაპოლის" შანსი, ყველა გუნდი დაამარცხოს...

altCorriere dello Sport: finita. სპალეტი "ნაპოლის" დაემშვიდობება

მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა , ლეაოს მგონი 7,5 მილიონი აქვს + ბონუსები ?
ზურა
16:37 20-05-2023
1
კაცი რომ კვარადონას 2,5 და სპალეტის 3,5 გადაუხდის, არაა არც კვარას ღირსი და არც სპალეტის!
ღომ დაიწერა კვარას ახალ კონტრაქტში 2,5 უწერიაო^ მაშინ აიშალა გუნდი^ მაშინ ყველამ უკლო.
წუწურაქია ეს აურელიო დე ლაურენტისისი
გია
13:45 20-05-2023
2

სიახლეები პოპულარული