"ჩამოდით ბახმუტში - ეს "ბარსელონას" ფეხბურთელების სამარცხვინო საქციელია" - უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია "ბარსელონას" ფეხბურთელების, ალექს ბალდესა და სერხი რობერტოს სკანდალურ ვიდეოს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ისინი რუს გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდიან:

"თუ "ბარსელონას" ფეხბურთელები ასე ოცნებობენ რუს ქომაგებთან შეხვედრაზე, ამის გაკეთება ბახმუტის რაიონში, მარინკაში ან ავდეევკაში შეუძლიათ. ან მოინახულონ უკრაინის სხვა დასახლებული პუნქტები და ცხადად იხილონ, რას დაამსგავსეს მშვიდობიანი ქალაქები, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სპორტული სკოლები და სტადიონები რუსეთიდან მათმა შეიარაღებულმა თაყვანისმცემლებმა.

რუს გულშემატკივრებთან ფლირტის დაწყებამდე, უმჯობესი იქნება, დაინტერესდნენ უკრაინაში რუსების მიერ დახოცილი უკრაინელი ბავშვების რაოდენობით. ეს 480-ზე მეტი
ბავშვია, რომლებსაც ასევე შეეძლოთ ჰქონოდათ წარმატებული საფეხბურთო კარიერა ან ეგულშემატკივრათ საყვარელი კლუბებისთვის.

ქვეყანა-აგრესორი სრულ იზოლაციაში უნდა დარჩეს, ვიდრე არ მიიღებს პასუხს თავისი დანაშაულობების გამო. გვჯერა, ევროპული საფეხბურთო საზოგადოება "ბარსელონას" ფეხბურთელების სამარცხვინო საქციელს ადეკვატურად შეაფასებს და ჩვენ ამის მაგალითებს უკვე ვხედავთ".

მკითხველის კომენტარები / 22 /
უკვე ფაშიზმში ხომ არ გადადის მსოფლიო??? ჰიტლერი ვინც იყო ვიცით, მაგრამ დღეს გერმანიაში ბედნიერად ცხოვრობენ ფაშისტებისგან დახოცილი საბჭოთა ჯარსკაცების შვილიშვილები.ყველა რუსი აგრესორი ხომ არ შეიძლება იყოს???
?????????
24 მაისი 2023 09:44
6
არ იცით ეტყობა. ომის შემდეგ გერმანელები, რიგითი ხალხი, მსოფლიომ ძალიან მაგარ წნეხში გაატარა - ყველას ვისაც ოდნავი შეხება ქონდა სამხედრო სტრუქტურებთან პასუხი აგებინეს მეტი ან ნაკლები სიმკაცრით, ხოლო დამოკიდებულება რიგითი გერმენელების მიმართ ყოფით დონეზე იმაზე უარესიც კი იყო, რაც ეხლა რუსების მიმართაა. . გერმანელები იძულებით დაყავდათ კინოთეატრებში და ოცვენციმის და ბუხენვალდის კადრებს აყურებინებდნენ. გერმანელმა ხალხმა მძიმედ ზღო მეორე მსოფლიო ომი. რა თქმა უნდა ეს გაუთავებლად არ გაგრძელდა და ახლა მათ აღარავინ ერჩის. რუსებიც აგებენ პასუხს და სწორიც იქნება - ეს იქნება სასჯელი მათ შორის იმისათვისაც, რაც მათ ჩაიდინეს საქართველოში, ქარტველების ეთნოწმენდისა და გენოციდისათვის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ყოველი წამებით მოკლული ქარტველისათვის, და იმ აპლოდისმენტებისათვის რომლითაც ეს "რიგითი, უდანაშაულო "რუსები მათი ქვეყნის მიერ ნებისმიერ აგრესიას ხვდებოდნენ.
???-ს
24 მაისი 2023 13:55
0
უკრაინიზაცია, თუ დემოკრატია
giga
24 მაისი 2023 09:06
6
ესპანეთის ჩემპიონი ვინ გახდა ხო არ იცით
oto
24 მაისი 2023 11:23
4

სიახლეები პოპულარული