"ჩამოდით ბახმუტში - ეს "ბარსელონას" ფეხბურთელების სამარცხვინო საქციელია" - უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია "ბარსელონას" ფეხბურთელების, ალექს ბალდესა და სერხი რობერტოს სკანდალურ ვიდეოს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ისინი რუს გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდიან:

"თუ "ბარსელონას" ფეხბურთელები ასე ოცნებობენ რუს ქომაგებთან შეხვედრაზე, ამის გაკეთება ბახმუტის რაიონში, მარინკაში ან ავდეევკაში შეუძლიათ. ან მოინახულონ უკრაინის სხვა დასახლებული პუნქტები და ცხადად იხილონ, რას დაამსგავსეს მშვიდობიანი ქალაქები, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სპორტული სკოლები და სტადიონები რუსეთიდან მათმა შეიარაღებულმა თაყვანისმცემლებმა.

რუს გულშემატკივრებთან ფლირტის დაწყებამდე, უმჯობესი იქნება, დაინტერესდნენ უკრაინაში რუსების მიერ დახოცილი უკრაინელი ბავშვების რაოდენობით. ეს 480-ზე მეტი
ბავშვია, რომლებსაც ასევე შეეძლოთ ჰქონოდათ წარმატებული საფეხბურთო კარიერა ან ეგულშემატკივრათ საყვარელი კლუბებისთვის.

ქვეყანა-აგრესორი სრულ იზოლაციაში უნდა დარჩეს, ვიდრე არ მიიღებს პასუხს თავისი დანაშაულობების გამო. გვჯერა, ევროპული საფეხბურთო საზოგადოება "ბარსელონას" ფეხბურთელების სამარცხვინო საქციელს ადეკვატურად შეაფასებს და ჩვენ ამის მაგალითებს უკვე ვხედავთ".

მკითხველის კომენტარები / 22 /
უკვე ფაშიზმში ხომ არ გადადის მსოფლიო??? ჰიტლერი ვინც იყო ვიცით, მაგრამ დღეს გერმანიაში ბედნიერად ცხოვრობენ ფაშისტებისგან დახოცილი საბჭოთა ჯარსკაცების შვილიშვილები.ყველა რუსი აგრესორი ხომ არ შეიძლება იყოს???
?????????
13:38 24-05-2023
11
ესპანეთის ჩემპიონი ვინ გახდა ხო არ იცით
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული