
წყაროს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და გერმანელები 19 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მიიღებენ.
The Athletic-ის ინფორმაციით, ბელინგემს თავდაპირველად "ლივერპულში" გადასვლა სურდა, თუმცა "სქაუზერებმა" მასში ამხელა თანხის გადახდა არ მოისურვეს.
შეგახსენებთ, ჯუდმა მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" მაისურით ყველა ტურნირზე 42 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.
შეთანხმება მიღწეულია - ბელინგემი ზაფხულში "რეალის" ფეხბურთელი გახდება