მესის ისტორიული და რონალდოს შავი დღე - როგორ გადაიწერა 27 მაისს საფეხბურთო ისტორია

AutoSharing Option
2023 წლის 27 მაისი ლიონელ მესისთვის ისტორიული, კრიშტიანო რონალდოსთვის კი ანტი-რეკორდის დამაფიქსირებელი აღმოჩნდა.

დავიწყოთ არგენტინელით, რომელმაც პსჟ-ისთან ერთად ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტილი მოიპოვა. კრისტოფ გალტიეს გაწვრთნილებმა "სტრაბურგთან" გასვლაზე ფრედ, 1:1 ითამაშეს, რაც მიზნის მისაღწევად, საკმარისი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ლეომ კარიერაში 43-ე ტროფეი მოიპოვა, რითაც დანი ალვეშს გაუთანაბრდა, რომელიც აქამდე მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის ტიტულს ისაკუთრებდა.

ამას გარდა, მესიმ "სტრასბურგს" გოლი გაუტანა, რომელიც მის კარიერაში 496-ე აღმოჩნდა და ამით კრიშტიანო რონალდოს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 495 ზუსტი დარტყმა მოდის. ამრიგად, არგენტინელი, ტოპ
5 ლიგაში ყველაზე მეტი ბურთის შემგდები ფეხბურთელია.

რაც შეეხება პორტუგალიელს, მისმა "ალ ნასრიმ" "ალ ეტიფაქთან" ფრედ, 1:1 ითამაშა, რითიც საუდის არაბეთის ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

რონალდო ზედიზედ მეორე წელია ტიტულის გარეშე რჩება, ეს კი მისი კარიერის ბოლო 20 წელიწადში პირველად მოხდა.

altკანდელაკი "ალ ნასრის" დამრიგებლად ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მწვრთნელს სთავაზობს

მკითხველის კომენტარები / 8 /
პსჟეს ლეოს გამო ვუყურებდი და ეხლაც. გამიხარდა ლეომ რო გაიტანა და ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ მაგათ უდამპლეს ულტრასებს, ყველა მხრიდან არ გავკარიიი? რაც მაგეებმა ლეოს აკადრეს. ძალიანაც მისწორდება, ლეო ძაღლად რო არ აგდებს, მაგ სირებს და მატჩის დამთავრების მერე, არ უხდის მადლობას!
ფანი
16:26 28-05-2023
1
leo leo .... ...
dgds
15:02 28-05-2023
2

სიახლეები პოპულარული