საქმე ფულს არ ეხება - რატომ არ სურს ენრიკეს "ნაპოლის" გაწვრთნა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სეზონის ბოლოს "პარტენოპეის" დატოვებს. იტალიური გამოცემების ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი მის შემცვლელად "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს განიხილავს.

იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, 72 წლის კინოპროდიუსერს ენრიკეს დათანხმება იმდენად სურს, რომ ესპანელს ყოველწლიურად 8 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს, თუმცა გამოცდილი სპეციალისტისთვის ხელფასზე პრიორიტეტული "ნაპოლის" ამჟამინდელი შემადგენლობის შენარჩუნებაა.

"კიმის და ოსიმენის შესაძლო წასვლა დე ლაურენტისსა და ლუის ენრიკეს შორის მოლაპარაკებებს ართულებს. ლუის ენრიკე პერფექციონისტია, ის ღიაა,
რომ "ნაპოლიში" იმუშაოს, თუმცა ამისთვის შესაბამის გარანტიებს ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ ვერა აურელიო ესპანელის დათანხმებას. დღეის მდგომარეობით, ამის შანსი დაბალია", - განაცხადა პედულამ.

შეგახსენებთ, ენრიკე ბოლოს ესპანეთის ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

altCorriere dello sport: ლუის ენრიკემ "ნაპოლიში" კვარაცხელიას და ოსიმენის დატოვების გარანტიები მოითხოვა

altკვარაცხელიას მწვრთნელი ლუის ენრიკე ხდება - "ნაპოლის" მფლობელი ესპანელის მოთხოვნას დათანხმდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
აურელიოსთან მუშაობა არცერთ ცნობილ მწვრთნელს არ უნდა.
ბესო
11:10 31-05-2023
0
ქეცბაია წაიყვანონ და იქ მერე დააფარებს ვიღაც ვიღაცეებს დასაფარებელს
ირაკლი
01:30 31-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული