
დღეს ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად, დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე დასახლებები დაიტბორა. უკრაინული მედიის ცნობით, ტერაქტმა ეკოლოგიური კატასტროფა და ნგრევა გამოიწვია.
დატბორვისას საშიშროების წინაშე 14 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 22 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომელთა ევაკუაცია მიმდინარეობს.
ნოვაია კახოვკაში „ენერგიას“ სტადიონი წყალქვეშ აღმოჩნდა. 4-ათასიანი არენა 1954 წელს აშენდა, სადაც ადგილობრივი გუნდი „ენერგია“ მეორე ლიგის საშინაო მატჩებს ატარებდა.