მესი მალე კონტრაქტს ამერიკულ კლუბთან გააფორმებს

AutoSharing Option
პსჟ-დან აბარგებულმა და თავისუფალ აგენტად მყოფმა 35 წლის თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ბარსელონაში" დაბრუნება და კარიერის საუდის არაბეთის "ალ ჰილალში" გაგრძელება არ ისურვა და მაიამის "ინტერში" გადავა, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელი დევიდ ბექჰემია.

მესის არ უნდა წნეხის ქვეშ ითამაშოს, MLS-ის დონე აკმაყოფილებს და მის ტრანსფერს ამერიკული კლუბი მალე გამოაცხადებს.

The Athletic-ის ცნობით, ახალ გუნდში არგენტინელის დებიუტი შეიძლება 21 ივლისს მექსიკის "კრუს ასულთან" მატჩში შედგეს.

არაა გამორიცხული, "ინტერი" ფილ ნევილის წასვლის შემდეგ ხერარდო მარტინომ ჩაიბაროს, რომელთანაც მესის კარგი ურთიერთობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაინც ვერ გავიგე, ყველა ადვილად რეგისტრირდება, ლალიგის გუნდებში და რატო მაინცდამაინც, მესიზე გაიჭედნენ? მესიზე უკეთესი გყავდათ და გეყოლებოდათ? ლეგენდებს რო ასე ექცევით, ვინც ფეხბურთს ულამაზესი თამაშები გვაჩუქა, ფუ ამის მერე ღირს საერთოდ ფეხბურთის ყურება?
ლაშა
12:40 08-06-2023
0
შეგირცხვეს თავი ბარსა?! მერამდენედ უნდა იჩათლახოთ? ლევანდოვსკი და სხვა "დაბალი დონის" ფეხბურთელები, სწრაფად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაარეგისტრირეთ და რაღა მაინცდამაინც, მესიზე ხდება ყველაფერი "შეუძლებელი" ამ ბარსაში? როგორ უნდოდა ლეოს ბარსაში დაბრუნება? და მანდ კარიერის დამთავრება? თქვენს გამო ლეომ, პსჟეს ხელმძღვანელობასაც კი უარი უთხრა კონტრაქტის გაგრძელებაზე რომელიც შესთავაზეს, მაგრამ თქვენ ისევ უღალატეთ. არ შეგრჩებათ!
ფანი.
11:46 08-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული