პსჟ-დან აბარგებულმა და თავისუფალ აგენტად მყოფმა 35 წლის თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ბარსელონაში" დაბრუნება და კარიერის საუდის არაბეთის "ალ ჰილალში" გაგრძელება არ ისურვა და მაიამის "ინტერში" გადავა, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელი დევიდ ბექჰემია.
მესის არ უნდა წნეხის ქვეშ ითამაშოს, MLS-ის დონე აკმაყოფილებს და მის ტრანსფერს ამერიკული კლუბი მალე გამოაცხადებს.
The Athletic-ის ცნობით, ახალ გუნდში არგენტინელის დებიუტი შეიძლება 21 ივლისს მექსიკის "კრუს ასულთან" მატჩში შედგეს.
არაა გამორიცხული, "ინტერი" ფილ ნევილის წასვლის შემდეგ ხერარდო მარტინომ ჩაიბაროს, რომელთანაც მესის კარგი ურთიერთობა აქვს.