ფინალი საბრძოლო მოქმედებების თანხლებით - "ვესტ ჰემმა" კონფერენს ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ფინალში „ვესტ ჰემმა“ „ფიორენტინა“ 2:1 დაამარცხა.

„ვესტ ჰემს“ მიაჩნდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა და გუნდისთვის საზეიმო ავტობუსი წინასწარ გაამზადა.

ეს 1980 წლის შემდეგ "ვესტ ჰემის" მიერ მოპოვებული პირველი ტიტულია - მაშინ ინგლისის თასს დაეუფლა.

ემერსონი პირველი ფეხბურთელია, რომელიც სამივე ევროტურნირის გამარჯვებული გახდა.

მწვრთნელმა მოიესმა კარიერაში მეორე ტურნირზე გაიმარჯვა - 2013 წელს "მანჩესტერთან" ერთად ინგლისის სუპერთასის მფლობელი გახდა.

ჩეხეთის დედაქალაქში მატჩის დაწყებამდე ტიფოზები ბარში ლონდონელ ქომაგებს თავს დაესხნენ. პოლიციამ 16 იტალიელი დააკავა.

პირველ ტაიმში ინგლისელმა გულშემატკივარმა ფლორენციული გუნდის მცველს, კრისტიანო
ბირაგის, ტრიბუნიდან ჭიქა ესროლა და თავი გაუტეხა. ფეხბურთელს გასისხლიანებული თავი შეუხვიეს. მან მეტოქის ფანებს ირონიულად ტაში დაუკრა და თამაში გააგრძელა.

პრაღა. „ფორტუნა არენა“. 17 363
მაყურებელი
ფიორენტინა - ვესტ ჰემი 1:2
გოლები: 0:1 ბენრაჰმა (62, პენ), 1:1 ბონავენტურა (67), 1:2 ბოუენი (90)

მკითხველის კომენტარები / 7 /
"ვესტ ჰემი" 1980 წელს ინგლისის თასს დაეუფლა, მაგრამ ეს გამარჯვება თბილისის დინამომ ჩაამწარა 4:1-ით თავისსავე მოედანზე - ნატავ იმ დროს!!!
ვაჟა მასწ.
14:45 08-06-2023
0
The English (Anglo-Saxons) are barbarians, both in and out of the stadium!
ინგლისელები (ანგლოსაქსები) არიან ბარბაროსები, როგორც სტადიონზე, ისე მის მიღმა!
ლაშა
12:58 08-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული