ფინალი საბრძოლო მოქმედებების თანხლებით - "ვესტ ჰემმა" კონფერენს ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ფინალში „ვესტ ჰემმა“ „ფიორენტინა“ 2:1 დაამარცხა.

„ვესტ ჰემს“ მიაჩნდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა და გუნდისთვის საზეიმო ავტობუსი წინასწარ გაამზადა.

ეს 1980 წლის შემდეგ "ვესტ ჰემის" მიერ მოპოვებული პირველი ტიტულია - მაშინ ინგლისის თასს დაეუფლა.

ემერსონი პირველი ფეხბურთელია, რომელიც სამივე ევროტურნირის გამარჯვებული გახდა.

მწვრთნელმა მოიესმა კარიერაში მეორე ტურნირზე გაიმარჯვა - 2013 წელს "მანჩესტერთან" ერთად ინგლისის სუპერთასის მფლობელი გახდა.

ჩეხეთის დედაქალაქში მატჩის დაწყებამდე ტიფოზები ბარში ლონდონელ ქომაგებს თავს დაესხნენ. პოლიციამ 16 იტალიელი დააკავა.

პირველ ტაიმში ინგლისელმა გულშემატკივარმა ფლორენციული გუნდის მცველს, კრისტიანო
ბირაგის, ტრიბუნიდან ჭიქა ესროლა და თავი გაუტეხა. ფეხბურთელს გასისხლიანებული თავი შეუხვიეს. მან მეტოქის ფანებს ირონიულად ტაში დაუკრა და თამაში გააგრძელა.

პრაღა. „ფორტუნა არენა“. 17 363
მაყურებელი
ფიორენტინა - ვესტ ჰემი 1:2
გოლები: 0:1 ბენრაჰმა (62, პენ), 1:1 ბონავენტურა (67), 1:2 ბოუენი (90)

მკითხველის კომენტარები / 7 /
არც იტალიელი ფანები გამოირჩევიან კაი ბიჭობით. რაც შეეხება ნივთების სროლას ბუნებრივია არასწორია მაგრამ ამისგან ბაქა ბუქის აგორება სისულელეა. ამაზე უარესებიც მომხდარა. ყველა იტალიური გუნდი წააგებს ფინალს მე ეს 1 tvis ukan vtqvi.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
01:34 08-06-2023
16
მაგრად უნდა ვიკაიფო ინტერმა რო მოუგოს სიტის,მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს მეც არ ვიცი,ნუ ტოტალიზატორზე შეიძლება შეაგდონ ძირითადის ფრე მაგრამ აქვს მაგის შნო ინტერს მერე გაუქაჩაოს კიდევ 30 წუთი?!
დონ დიეგო
10:38 08-06-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული