მესის გადაწყვეტილების ეფექტი - ბილეთის ფასი 9000$, ელვისებური სისწრაფით მომატებული გამომწერები...

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, რომ კარიერა MLS-ში განაგრძოს, ამერიკულ ლიგაში ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა. სავარაუდოდ, არგენტინელის დებიუტი 21 ივლისს, "კრუზ აზულის" წინააღმდეგ გაიმართება და ბილეთების ფასი 9000 დოლარიდან დაიწყება. 

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი დასავლურ ლიგაში 5 ივლისს იხსნება. ამიტომაც ფეხბურთელს მოედანზე, როგორც მინიმუმ, შემდეგ თვემდე ვერ ვნახავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ლეო მაიამის "ინტერის" მაისურს ლიგის თასზე მოირგებს. რა თქმა უნდა, არგენტინელის კლუბში გადასვლამ მსოფლიო მედია ამერიკისკენაც მიაბრუნა, გუნდს კი, რომელიც მესიმ აირჩია, "ინსტაგრამზე" გამომწერები ელვისებური სისწრაფით ემატება. ამ სიახლემდე
გუნდს აღნიშნულ პლატფორმაზე 1 მილიონი მიმდევარი ჰყავდა, ახლა  კი მაჩვენებელი 4.6 მილიონს გადასცდა. 

მოგეხსენებათ, სანამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გადაწყვეტილებას მიიღებდა, ესპანურ Mundo Deportivo-სთან მიცემულ ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა:

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სათამაშოდ მაიამიში გადავიდე. 100%-ით ყველაფერი დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა მინდა ეს გზა განვაგრძო. თუ "ბარსელონაში" დაბრუნება არ გამომივა, მინდა, რომ ევროპა დავტოვო და მეტი ყურადღება ოჯახს დავუთმო". 

MLS-ის 16 ტურის შემდეგ "ინტერი" 15 ქულით 27-ე ადგილზეა და ლიდერ "ცინცინატის" 24 ქულით ჩამორჩება.

altმესი მალე კონტრაქტს ამერიკულ კლუბთან გააფორმებს

მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგით რა, რაღა დროს მესია. ბარემ არველაძეები და ქინქლაძე ათამაშეთ. მესი სახელის მეტი აღარაფერია.
ვაჯა
09 ივნისი 2023 13:18
9
ლაპორტა მამაძაღლმა, მარტო მესის კი არ უღალატა, (მერამდენეთ უკვე?) არამედ მესის უზარმაზარ გულშემატკივრებსაც, რომლებსაც იმედი გვქონდა, რო მესი დაბრუნდებოდა ბარსაში და კიდევ გვაჩუქებდა ლამაზ წუთებს და როგორც იტყვიან, აქვეც ჩამოკიდებდა ბუცებს, მაგრამ ისევ ტყული დაპირება და ისევ გულშემატკივრების დაბოლება, (ჩვენც რა მიამიტურად წამოვეგეთ, ლაპორტას და ჩავის ანკესზზე?) გაიძვერა ლაპორტა და არანაკლებ ჩავიც! ლეო მესიმ ასეთი რა დაგიშავათ, რო, ასე ექცევით? პირველად, ლეოს გაშვებით, გული მქონდა აცრუებული თქვენზე, მაგრამ ეხლა როცა რაღაც იმედი გვქონდა, ლეოს დაბრუნების, ყვლანაირი წყენამაც უკანა პლამზე გადაიწია, მაგრამ ისევ მარილის დაყრა ჭრილობაზე და ამიტომ რახან მესი ასე გაწირეთ, თქვე უღმერთოებო! ბარსაც, ჩავიც (ლაპორტა უკვე რა სახსენებელია)და ყველანიც ვინც მესის დაბრუნების წინააღმდეგი უყავით, ჯანდაბამდის გზაც გქონიათ!
შემაზიზღეთ ყველაფერი.
09 ივნისი 2023 10:40
0
გადით ქვედა ბმულზე და ნახეთ ფასები იმის მაგივრად რომ სისულელე დაწეროთ. მაინც ძვირია მეიჯორ ლიგისათვის და საერთოდ სპორისათვის მაგრამ ერთი ნოლი გადაამეტეთ
https://www.ticketfaster.com/tickets/5504357/leagues-cup-inter-miami-cf-vs-cruz-azul-tickets-fri-jul-21-2023-drv-pnk-stadium
simartle
09 ივნისი 2023 06:12
0
ანუ მარტო ბილეთების გაყიდვით ერთ თამაშში მინიმუმ 450 მილიონის მოგებას მიიღებენ ?
zura222
08 ივნისი 2023 20:25
5
პელე თამაშობდა ნიუ-იორკის "კოსმოსში" და არც მას, არც MLS ლიგას და არც ფეხბურთს ამით არაფერი წაუგია, პირიქით .....
ზურა
08 ივნისი 2023 18:59
0
მესიმ უმჯობესია კარიერა დაამთავროს და ლეგენდად დარჩეს.რა მოუტანა პსჟ- ს მესიმ? არც არაფერი.საფრანგეთის ჩემპიონობას მესის გარეშეც მოიპოვებდნენ.უნდა იცოდე ღირსეული წასვლაც,მაგრამ ფეხბურთი ბიზნესი გახდა,მესი ბრენდი და სახელიღა დარჩა მისგან.იყავი დიდი და დარჩი დიდად.განა ფული აკლია,განა დიდება აკლია მაგრამ ეს ოხერი მეტი და მეტი ,,მანი,მანი" უნდა.
ვაგნერი ჯანაშია.
08 ივნისი 2023 17:35
14
აზრზე არ ხარ და მაინც წერ- პსჟმ მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრო ლანსს და მესის გოლები და ასისტები რომ არა ჩემპიონი ან გახდებოდა ან ვერ. უფრო ვერ. ლამის გუნდი არ იყო საფრანგეთში ვჲსგანაც წელს პსჟს გოლი არ გაუშვია, საშინლად თამაშობდნენ დაცვაში. ჰეიტერობას შეეშვი ჯობია, ტეხავს.
კაი ერთი
09 ივნისი 2023 10:03
0
"მანი, მანიზე" რო იყოს დახარბებული, როგორც ზოგიერთები, მაშინ არაბეთში წავიდოდა, ლამის მილიარდ ხელფასზზე. ისე რო ცოტათი დაფიქრდით, როცა რაიმეს წამოაყრანტალებთ.
ვაგნერას
08 ივნისი 2023 20:19
0
ეს "27-ე" ადგილი რომელმა იანგარიშეთ? :))))
დიმიტრი
08 ივნისი 2023 16:17
1
https://en.wikipedia.org/wiki/2023_Major_League_Soccer_season
დიმიტრი-ს
08 ივნისი 2023 18:43
0
,მაგარს ვიცინებ რომ არ შედგეს კონტრაქტი :D
ნოდო
08 ივნისი 2023 12:53
7
ლალიგა! აფერისტო ლაპორტა და უნიათო ბარსას ხელმძღვანელობავ! შეხედეთ ამ სტატიის სათაურს და მიხვდებით, თქვენს უპატივცემლობას ლეოს მიმართ.
რა, ლა ლიგას ნაკლებად წაადგებოდა, მესის ეფექტი?
08 ივნისი 2023 12:47
4

სიახლეები პოპულარული