მესის გადაწყვეტილების ეფექტი - ბილეთის ფასი 9000$, ელვისებური სისწრაფით მომატებული გამომწერები...

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, რომ კარიერა MLS-ში განაგრძოს, ამერიკულ ლიგაში ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა. სავარაუდოდ, არგენტინელის დებიუტი 21 ივლისს, "კრუზ აზულის" წინააღმდეგ გაიმართება და ბილეთების ფასი 9000 დოლარიდან დაიწყება. 

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი დასავლურ ლიგაში 5 ივლისს იხსნება. ამიტომაც ფეხბურთელს მოედანზე, როგორც მინიმუმ, შემდეგ თვემდე ვერ ვნახავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ლეო მაიამის "ინტერის" მაისურს ლიგის თასზე მოირგებს. რა თქმა უნდა, არგენტინელის კლუბში გადასვლამ მსოფლიო მედია ამერიკისკენაც მიაბრუნა, გუნდს კი, რომელიც მესიმ აირჩია, "ინსტაგრამზე" გამომწერები ელვისებური სისწრაფით ემატება. ამ სიახლემდე
გუნდს აღნიშნულ პლატფორმაზე 1 მილიონი მიმდევარი ჰყავდა, ახლა  კი მაჩვენებელი 4.6 მილიონს გადასცდა. 

მოგეხსენებათ, სანამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გადაწყვეტილებას მიიღებდა, ესპანურ Mundo Deportivo-სთან მიცემულ ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა:

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სათამაშოდ მაიამიში გადავიდე. 100%-ით ყველაფერი დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა მინდა ეს გზა განვაგრძო. თუ "ბარსელონაში" დაბრუნება არ გამომივა, მინდა, რომ ევროპა დავტოვო და მეტი ყურადღება ოჯახს დავუთმო". 

MLS-ის 16 ტურის შემდეგ "ინტერი" 15 ქულით 27-ე ადგილზეა და ლიდერ "ცინცინატის" 24 ქულით ჩამორჩება.

altმესი მალე კონტრაქტს ამერიკულ კლუბთან გააფორმებს

მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგით რა, რაღა დროს მესია. ბარემ არველაძეები და ქინქლაძე ათამაშეთ. მესი სახელის მეტი აღარაფერია.
ვაჯა
13:18 09-06-2023
9
ლაპორტა მამაძაღლმა, მარტო მესის კი არ უღალატა, (მერამდენეთ უკვე?) არამედ მესის უზარმაზარ გულშემატკივრებსაც, რომლებსაც იმედი გვქონდა, რო მესი დაბრუნდებოდა ბარსაში და კიდევ გვაჩუქებდა ლამაზ წუთებს და როგორც იტყვიან, აქვეც ჩამოკიდებდა ბუცებს, მაგრამ ისევ ტყული დაპირება და ისევ გულშემატკივრების დაბოლება, (ჩვენც რა მიამიტურად წამოვეგეთ, ლაპორტას და ჩავის ანკესზზე?) გაიძვერა ლაპორტა და არანაკლებ ჩავიც! ლეო მესიმ ასეთი რა დაგიშავათ, რო, ასე ექცევით? პირველად, ლეოს გაშვებით, გული მქონდა აცრუებული თქვენზე, მაგრამ ეხლა როცა რაღაც იმედი გვქონდა, ლეოს დაბრუნების, ყვლანაირი წყენამაც უკანა პლამზე გადაიწია, მაგრამ ისევ მარილის დაყრა ჭრილობაზე და ამიტომ რახან მესი ასე გაწირეთ, თქვე უღმერთოებო! ბარსაც, ჩავიც (ლაპორტა უკვე რა სახსენებელია)და ყველანიც ვინც მესის დაბრუნების წინააღმდეგი უყავით, ჯანდაბამდის გზაც გქონიათ!
შემაზიზღეთ ყველაფერი.
10:40 09-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული