და მაინც, რატომ გადავიდა მესი MLS-ში? The Athletic-ი 3 მთავარ მიზეზს ასახელებს

AutoSharing Option
Apple-მა, Adidas-მა და MLS-ის ხელმძღვანელობამ ლიონელ მესის მაიამის "ინტერში" გადასვლაში უდიდესი როლი შეასრულეს. 

ცნობილმა გამომცემლობა The Athletic-მა რამდენიმე პუნქტი დაასახელა, რის გამოც არგენტინელმა ამერიკას მიაშურა და არა "ბარსელონას" ან საუდის არაბეთს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple-მა MLS-ის სეზონის გაშუქებიდან მიღებული შემოსავლიდან წილის დათმობა გადაწყვიტა. უფრო ვრცლად რომ აგიხსნათ, 2022 წელს მხარეებს შორის 10 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რის შემდეგაც ლიგის ყველა მატჩის გაშუქებისთვის გიგანტურმა კომპანიამ და აწ უკვე ვარსკვლავურმა ლიგამ ერთმანეთთან კონტრაქტი გააფორმეს 250 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. 

სეზონის დაწყებამდე მთლიანი სათამაშო წლის
ყურებისთვის მომხმარებელს 99$ უნდა გადაეხადა (თვეში 14.99$), საიდანაც შემოსულ წილს არგენტინელიც მიიღებს. 

ამასთან ერთად, Apple TV+-მა დააანონსა, რომ ლეოზე 4-ეპიზოდიან დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული კატარი 2022-ზე იქნება (არგენტინა გახდა ჩემპიონი).

მეორე მხრივ, ცნობილი ბრენდი Adidas-ი უკვე დიდი ხანია, რაც ფეხბურთელის სპონსორია. ასევე ისინი მზად არიან, რომ MLS-ის მასშტაბით გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი დათმონ, ეს მაჩვენებელი კი ძალიან მაღალი იქნება, რადგან ამერიკული ლიგის სპონსორი სწორედ Adidas-ია (29-ვე გუნდის).

რაც შეეხება Athletic-ის 3 მიზეზს:

- "ადიდასის" მაისურების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი
- Apple tv Season pass-ისგან მიღებული შემოსავლის ნაწილი
- კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის წილის შეძენის შესაძლებლობა

altმესის გადაწყვეტილების ეფექტი - ბილეთის ფასი 9000$, ელვისებური სისწრაფით მომატებული გამომწერები...

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა გააკეთა მესიმ არა კაცური? ბარსამ რეალურად ვერ დაიმატა, ფულის ღორი რომ ყოფილიყო არაბეთში წავიდოდა? ინტერმაიამში რომ გადავიდოდა ბოლოს, ჯერ კიდევ ბარსაში თამაშის დროს ამბობდა! რაც შეეხება მარადონას, უდიდესი ფეხბურთელი იყო, მე მესი მირჩევნია, მაგრამ ამერიკაში არ უშვებდენ ნარკოტიკების გულიზა და არა იმიტომ ჩეგევარა რომ ეხატა!
დავიდუსი
18:44 08-06-2023
5
დიდი დიეგო კაცი იყო,! ცხონებული.
Giusha3232
17:01 08-06-2023
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული