"მამარდა" გამოირიცხა - "ტოტენჰემმა" არჩევანი სხვა მეკარეზე გააკეთა

AutoSharing Option
"ბრენტფორდის" მეკარე დავიდ რაია, დიდი ალბათობით, კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს, ამის შესახებ ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელმა "დეზებთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, ახლა კი მოლაპარაკებებს კლუბები აწარმოებენ.

ცნობილია, რომ "ფუტკრები" რაიას სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ, ლონდონელები კი აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, "ტოტენჰემს" მალე უგო ლორისი დატოვებს. სხვადასხვა ბრიტანული გამოცემა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ "დეზები" გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით ინტერესდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

altმამარდაშვილი: "ისეთი ფეხბურთელები ვართ შეკრებილი, საქართველო უნდა გავახაროთ!.."

მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგისათვის ფეხით და გამოსვლებზე თამაში,მისი ძლიერი მხარე არაა.სწორედ ამიტომ,ნაკლებად მოსალოდნელი მგონია,უახლოეს ხანებში,მისი ბრიტანეთში გადასვლა.მეორემმხრივ,იგრძნობა,რომ ამ ნაკლზე მუშაობს და წინსვლა აქვს.იმედი ვიქონიოთ,რომ მალე აღმოფხვრის,ამ ნაკლს.
სოსო
16:17 12-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული