წყაროს ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელმა "დეზებთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, ახლა კი მოლაპარაკებებს კლუბები აწარმოებენ.
ცნობილია, რომ "ფუტკრები" რაიას სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ, ლონდონელები კი აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, "ტოტენჰემს" მალე უგო ლორისი დატოვებს. სხვადასხვა ბრიტანული გამოცემა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ "დეზები" გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით ინტერესდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
მამარდაშვილი: "ისეთი ფეხბურთელები ვართ შეკრებილი, საქართველო უნდა გავახაროთ!.."