წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ყველაფერი ოფიციალურად მალე გაფორმდება.
გალტიე "პარტენოპეისთან" 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ხელშეკრულება იმავე სისტემით გაფორმდება, როგორც "ნაპოლის" წინა მწვრთნელთან, ლუჩანო სპალეტისთან.
შეგახსენებთ, კრისტოფ გალტიე 2022/23 წლების სეზონში "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ მასთან განშორება გადაწყვიტა.
ოსიმენმა დე ლაურენტისს "ნაპოლის" მწვრთნელად გალტიეს დანიშვნა არ ურჩია
პსჟ-მა გალტიე გადააყენა და შეიძლება "ნაპოლი" ჩაიბაროს
დე ლაურენტისი გამოსავალს ეძებს - იტალიელი გალტიეს დაუკავშირდა