ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მაიამის "ინტერმა", სადაც ახლახან ლეო მესი ჩაირიცხა, არგენტინელის ორ მეგობართან და ყოფილ თანაგუნდელთან, ხორდი ალბასთან და სერხიო ბუსკეტსთან, კონტრაქტი შეათანხმა.
ესპანელი ვეტერანები MLS-ის ბინადარ გუნდს ბედს 2025 წლამდე დაუკავშირებენ. მათ "ბარსელონასთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურათ და თავისუფალი აგენტები იყვნენ.