მატჩები ბათუმსა და ქუთაისში - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო, გერმანია ისრაელთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში პირველი ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და უნდა ითქვას, უამინდობის მიუხედავად, თამაშებს ბევრი მაყურებელი დაესწრო.

ბათუმში ინგლისმა ჩეხეთს 2:0 სძლია. შეხვედრა ბრიტანული გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და მისივე დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

ბათუმი. "აჭარაბეთ არენა"
ჩეხეთი - ინგლისი 0:2
გოლები: 0:1 რემზი (47), 0:2 სმიტ-როუ (90+4)

ქუთაისში მოქმედი ჩემპიონი გერმანია 45+2-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ ისრაელთან ფრეს დასჯერდა - 1:1. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ფეხბურთელებმა ორი პენალტი ვერ გამოიყენეს. მუკოკოსა და ნგანკამის
შესრულებული თერთმეტმეტრიანები მეკარე პერეტცმა მოიგერია.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
გერმანია - ისრაელი 1:1
გოლები: 0:1 ტურგემანი (20), 1:1 ბისეკი (26)
გაძევება: კარცევი (45+2)
გამოუყენებელი პენალტი: მუკოკო (3), ნგანკამი (80)

25 ივნისს, მეორე ტურში, გერმანია ჩეხეთს, ხოლო ინგლისი ისრაელს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოჩაღ რამაზ შენგელია არენას, ასეთი უამინდობის გამო წყალი არ დადგა და მოედანი იდეალურ მდგომარეობაშია ყველანაირი სტანდარტებით. იმედია მოუფრთხილდებით და ერთჯერადი არ იქნება ეს ყველაფერი. რა ვქნა ძაან მელამაზება სტადიონი და ბალახიც. (გადახურვაც მოუხდებოდა) ყველა სტადიონი მელამაზება უკვე და ძალიან კარგია რომ ტარდება ეს ჩემპიონატი.
Wolf
01:34 23-06-2023
3
ისრაელის ნაკრები როგორ ღირსეულად მოიქცა თავისი ლაბადები რომ მოახურეს ბავშვებს!!!
1

სიახლეები პოპულარული