"აიაქსი" სომეხი ფეხბურთელის შეძენას აპირებს

AutoSharing Option
SportItalia-ს ცნობით, "კრასნოდარის" 23 წლის ნახევარმცველ ედუარდ სპერციანის სამსახურით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული.

ტრანსფერში მთავარი ფავორიტი "აიაქსია". სპერციანით დაინტერესებულ კლუბებს შორის "სასუოლო", "ინტერი" და "ფიორენტინაა" და მას აგრეთვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში "გლადბახი" და "მანჩესტერ სიტი" აკვირდებიან.

"კრასნოდარი" ტრანსფერში 18 მილიონ ევროს ითხოვს. სპერციანმა გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 28 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მან სომხეთის ნაკრებში 15 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ფეხბურთელია.
ჯუჯი
04:47 23-06-2023
0
ა ჭკვიანი. ჩვენ კი კვიპროსსა და პოლონეთში გავყიდოთ ფეხბურთელები პირველივე დაძახილზე და წარმატებებს მივაღწევთ...
ლაშა
12:01 23-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული