მოიკვეთოს რუსეთი ფიფადან და უეფადან - უკრაინელების მოთხოვნა

AutoSharing Option
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვთ, ახლა კი უკრაინელები რუსეთის ფიფადან და უეფადან გარიცხვას მოითხოვენ.

ამის თაობაზე უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფასა და უეფას წერილით მიმართა და რუსეთის დასჯა იმის გამო მოითხოვა, რომ საკუთარ ჩემპიონატებში ოკუპირებული ყირიმის გუნდების ჩართვას აპირებენ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ქვედა ლიგებში თამაშის უფლება ყირიმის კლუბებს  - "სევასტოპოლს", "ტსკ-ტავრიას", "რუბინსა" და "ოკეანეს" მისცა. ამ კლუბების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის სუბიექტები არიან და მათი რუსულ ფეხბურთში ინტეგრაცია
უნდა მოხდეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
შემომაქვს წინადადება, რუსეთი გავრიცხოთ გეოგრაფიული რუკიდან:)
Mr.kostaia
26 ივნისი 2023 17:50
1
მაიმც მალე დაიშლება ე.წ. რუსეთი და მერე ცალ-ცალკე წევრებად შევლენ ფიფაში.
გიორგი
26 ივნისი 2023 15:33
2
Რამდენ ხანში დაიშლება? Უეჭველი იცი თუ მიშას ბაზარს ბაზრობ?
Დათო
18 ივლისი 2023 20:06
0
მე ვცხოვრობ მოსკოვში სკოლიდან მოყოლებული…შემიძლია გითხრათ ამათი აზრი…უწმაწური სიტყვებით დავწერდი ამათ აზრს ამ ყველაფერთან დაკავშირებით უბრალოდ დამბლოკავს საიტი…საერთოდ არ აინტერესებთ თავი მართალი მიაჩნიათ მაგ ომშიც და ყველაფერში))
შახრუდინი
26 ივნისი 2023 14:16
0
რა მნიშვნელობა აქვს გარიცხავენ თუ არა? ეგ ტერორისტები კაი ხანი ვერ გამოვლენ ფეხბურთის საერთაშორისო სარბილეზე, ან თუ გამოვლენ ასეთი ტეორიტორიული ერთიანობით და სახელწოდებით ეგეც საკითხავია. ეს მხოლოდ დასაწყიასის ნიშნებია რა უძლურებაშიცაა ვითომ ''სახელმწიფოთ'' იწოდება ეს ტერიტორია.
G.LA
26 ივნისი 2023 10:18
5
ახლა პრო-რაშისტები აყვირდებიან. :))))
რატი
26 ივნისი 2023 09:50
4
არაფერი არ გამოუვათ.ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზეც ითხოვდნენ რუსების არდაშვებას და რომ დაუშვეს უკრაინამ ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა და სხვებსაც მოუწოდა,მაგრამ არავინ არ აჰყვა და თვითონვე დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებულები.იგივე მოითხოვეს ჩოგბურთშიც და ბოიკოტი კი არა უმბლდონზე მონაწილეობის მისაღებად რუს სპორტსმენებს ვიზები მისცეს ინგლისელებმა.ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის.
zaza
25 ივნისი 2023 23:00
28
ყველა აგრესორის მიმართ უნდა გატარდეს სანქციები,მაგრამ რაკი სხვების მიმართ არ ტარდება,ალბათ ამის გამო არ დაუჭირეს მხარი.საერთო ჯამში კი,ფული,ნამუსზე და სამართლიანობაზე მეტად ფასობს.
სოსო
26 ივნისი 2023 02:20
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული