ტიმოშჩუკი "ზენიტის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. რაც შეეხება სავინს, ის ადრე ფეხბურთს თამაშობდა, ახლა ტელეწამყვანია, Youtub-ზე საკუთარი არხი, სამშობლოში კი საკუთარი საფეხბურთო კლუბი აქვს, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო რუსეთის დატოვება მოუწია.
მან რუსეთის ქმედებას არა სპეცოპერაცია, არამედ ომი უწოდა. სავინმა ასევე ინგლისში მყოფი უკრაინელი ფეხბურთელები ჩაწერა, თავისი კლუბის ამჟამინდელ საშინაო არენაზე
ახლა სავინმა Youtube არხ "ჩესკეტოს" ინტერვიუ მისცა, სადაც ტიმოშჩუკის შესახებ თქვა:
"ტიმოშჩუკს პირადად დავუკავშირდი და ვუთხარი, ტოლია, მოდი ასე გავაკეთოთ. მან მითხრა რომ ამაზე დაფიქრდებოდა, თავიდან საერთოდ არ მპასუხობდა, მერე მიპასუხა: "ჟენკა, მაპატიე, მე ეს არ მინდა".
მე მივწერე, რომ ეს მისგან მოსალოდნელი იყო... მიპასუხა - "როგორც იტყვი".
რაზეც მე მივწერე: "ტოლია, არ არის მნიშვნელოვანი, მე რას გეტყვი შენ, მნიშვნელოვანია ის, რას ეტყვი საკუთარ თავს, დრო რომ გავა".
ყველა ადამიანის ნებისმიერ საქციელს შეიძლება მოუძებნო გამართლება. ამბობენ, რომ მისი ცოლი რუსია; ამბობენ, რომ მას ფული რუსეთში აქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ტიმოშჩუკს უკრაინაში ამას არასდროს აპატიებენ.
საკუთარ სინდისს და ნამუსს ის ვეღარასოდეს დაიბრუნებს, მან ის სადღაც "გაზპრომის" ნაგებობებს შორის დამარხა", - თქვა სავინმა.