ოფიციალურად: გიუნდოგანი "ბარსელონას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურეს.

32 წლის ფეხბურთელი "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გერმანიის ნაკრების მოთამაშემ კატალონიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა გიუნდოგანმა "ქალაქელებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

ილქაი "სიტის" 2016 წელს "დორტმუნდიდან" შეუერთდა. გიუნდოგანმა ამ პერიოდის განმავლობაში გვარდიოლას გუნდის რიგებში 304 მატჩი ჩაატარა და თავი 60 გატანილი გოლით გამოიჩინა.

alt"პოლიტიკა დასრულდა, ახლა მხოლოდ ფეხბურთი" - გიუნდოგანი გუნდში

არსებულ პროტესტზე

alt"ბარსელონა" გიუნდოგანის შეძენას ზამთარში შეეცდება

altგიუნდოგანი თავისუფალი აგენტი ხდება და შესაძლოა, ზაფხულში ესპანურ გრანდში გადავიდეს

მკითხველის კომენტარები / 13 /
რო წერთ მესი ვერ დაარეგისტრირა და ეს დაარეგისტრირაო აზრზე არ ხართ ფეხბურთის, აჩემებული გაქვთ რაღაც და იმას გაკივით. ვინ თქვა რო ილქაი დაარეგისტრირეს? ჯერ ესეც არ დაურეგისტრირებიათ და სანამ ფეხბურთელებს არ გაყიდიან ეგ ვერც მოხდება. რაც შეეხება მესის, მესი ითხოვდა მოკლე დროში დარეგისტრირებას რაც შეუძლებელი იყო მინიმუმ 1 ივლისამდე. 30 ივნისს გუნდი ფინანსურ წელს ხურავს და 1 ივლისის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი მესის დარეგისტრირება, რაზეც მესიმ უარი თქვა, უნდოდა მალე გარკვეულიყო ყველაფერი. სამწუხაროდ მოხდა ის რაც მოხდა თორე ვის არ უნდოდა ლეოს ბარსაში დაბრუნება?
barca
16:02 26-06-2023
2
ლაპორტ! გიუნდოგანი "ადვილად" დაარეგისტრე არა? და ლეო მესიზე კი "აჯანჯლეთ" დარეგისტრირება, თუნდაც ერთი წლით მაინც რო ყოფილიყო ბარსას ფეხბურთელი და მერე როგორც ლეოს ეკადრებოდა, ისეთი გაცილება მოგეწყოთ, რა არ იმსახურებდა ლეგენდა? რა უნდა ლეოს მაიამიში, თავის ბარსაში (რომელმაც მაგრად უღალატა) უნდა ჩაემთავრებინა საფეხბურთო კარიერა! რას ვიზავთ ლეგენდებს არ სცემენ ბარსაში პატივს. ლაპორტ, ცუდად მოგიტრიალდება, შენი მოღალატეობრივი საქციელი!
ფანი
15:02 26-06-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული