დე ლაურენტისი მის გამო ყველანაირ გამონაკლისს დაუშვებს, რადგან დიდი ხანია ამ ტრანსფერზე ოცნებობს - რას წერს ცნობილი იტალიური გამოცემა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "ატალანტას" ნახევარმცველის, ტეუნ კოპმეინერსის შეძენაზე ოცნებობს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 72 წლის კინოპროდიუსერი მზადაა ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადოს, თუმცა იქამდე საჭიროა "ბერგამოელებმა" კოპმეინერსის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღონ.

შეგახსენებთ, კოპმეინერსი "ატალანტას" 2021 წელს "ალკმაარიდან" 16.5 მილიონ ევროდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი წუწურაქი ვინმეა
ზაქრო
18:33 29-06-2023
2
მე მგონი კარგი ვარიანტი იქნება და მაგრად წაადგება "ნაპოლის"
ძველი გულშემატკივარი
13:54 29-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული