ოფიციალურად: ჰავერტცი "არსენალის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი კაი ჰავერტცი "ჩელსიდან" კარიერას "არსენალში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია "მეთოფეებმა" სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა.

ჰავერტცი "არსენალს" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაის შეძენა "ბაიერნსაც" სურდა, თუმცა ფეხბურთელმა მიკელ არტეტასთან ერთად მუშაობის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, 24 წლის ფეხბურთელი "ჩელსიმ" 2020 წელს "ლევერკუზენიდან" შეიძინა. ამ პერიოდის განმავლობაში ჰავერტცმა "ლურჯების" რიგებში ჯამში 139 მატჩი გამართა, თავი კი 23 გატანილი გოლითა და 15 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული