ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა უკრაინა 5:1 დაამარცხა და ბოლო 7 ევროპირველობაზე მეხუთედ გავიდა ფინალში.
მატჩი მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა: ჯერ უკრაინა ბონდარენკომ დააწინაურა, თუმცა ესპანელებმა მალე ორი გოლით უპასუხეს. მე-40 წუთზე მუდრიკის გარღვევისა და სიკანის დარტყმულის შემდეგ თავისი გუნდი მეკარე ტენასმა გადაარჩინა. მეორე ტაიმში პირენეელებმა ტრუბინი კიდევ სამჯერ დაამწუხრეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
8 ივლისს ბათუმში, ფინალში, ესპანეთი ინგლისს დაუპირისპირდება.
ბუქარესტი. „სტიაუა“
ესპანეთი - უკრაინა 5:1
გოლები: 0:1 ბონდარენკო (13), 1:1 აბელ რუისი (17), 2:1 სანსეტი (24), 3:1 ანტონიო ბლანკო (54), 4:1 ოროსი (68), 5:1 სერხიო გომესი (78)