წყაროს ცნობით, ინგლისელმა "დეზების" ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, რადგან "რეკორდმაისტერში" გადაბარგებას გეგმავს.
შეგახსენებთ, "ბაიერნმა" "ტოტენჰემს" 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზა, თუმცა "მამლებმა" მიუნხენელები უარით გაისტუმრა.
გამოცემის ინფორმაციით, ლონდონელები კეინს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.
"რეალი" "ტოტენჰემს" ბოლო შეთავაზებას გაუკეთებს - მადრიდელები კეინის შეძენას კიდევ ერთხელ ეცდებიან