უარის თქმა რთული იქნება - არაბული კლუბი ზელინსკის ზღაპრულ პირობებს სთავაზობს

AutoSharing Option
პიოტრ ზელინსკი, დიდი ალბათობით, კარიერას "ალ ჰილალში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბული კლუბი პოლონელს 3-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. "ნაპოლი" ზელინსკის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა შეთავაზებას თავად ფეხბურთელი, თუმცა იტალიური გამოცემების ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, ფეხბურთელის სარფიანად გასხვისება სურს.

შეგახსენებთ, ზელინსკის "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

alt"ნაპოლი" სანახევროდ შეიკრიბა, ხვიჩა შვებულების დარჩენილ დღეებს პარიზში ატარებს - ორი ამხანაგურის

მოლოდინში...

alt"ხვიჩა რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია" - "ნაპოლის" ქომაგებმა ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს

altჟელინსკი ზაფხულში "ნაპოლის" დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ ვიამაყებდით ქართული კლუბებიც ანალოგიურ შეთავაზებებს რომ უკეთებდნენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს
კინგი
01:09 15-07-2023
1
სულ მალე მსოფლიოს პირველი ლიგა გახდება ეს საუდის არაბეთის
კიკი
14:26 14-07-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული