წყაროს ცნობით, არაბული კლუბი პოლონელს 3-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. "ნაპოლი" ზელინსკის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა შეთავაზებას თავად ფეხბურთელი, თუმცა იტალიური გამოცემების ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, ფეხბურთელის სარფიანად გასხვისება სურს.
შეგახსენებთ, ზელინსკის "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
"ხვიჩა რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია" - "ნაპოლის" ქომაგებმა ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს