სერხიო ბუსკეტსი მაიამის "ინტერის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
35 წლის ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონადან" მაიამის "ინტერში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული კლუბი ავრცელებს.

ბუსკეტსმა მაიამის "ინტერთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

ბუსკეტსს "ბარსელონასთან" კონტრაქტი დაუსრულდა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

ბუსკეტსმა მთელი კარიერა "ბარსაში" გაატარა, ბოლო სეზონში კი ლა ლიგის 30 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული