უარი "ნაპოლის" და "ალ ჰილალს" - ცნობილია, სად გააგრძელებს კარიერას ზელინსკი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი კარიერას "ლაციოში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პოლონელმა ფეხბურთელმა "ალ ჰილალის" მიერ შემოთავაზებულ კონტრაქტზე უარი თქვა. მოგეხსენებათ, არაბული კლუბი 29 წლის მოთამაშეს 3-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობდა.

ზელინსკიმ "პარტენოპეიში" დარჩენაზეც უარი განაცხადა, რადგან აურელიო დე ლაურენტისი მას ხელფასის შემცირებას სთხოვდა.

გამოცემის ინფორმაციით, პიოტრისთვის გადამწყვეტი მაურიციო სარისთან სატელეფონო ზარი აღმოჩნდა, "ნაპოლის" ყოფილმა დამრიგებელმა ზელინსკის რომაული კლუბის სამომავლო გეგმები გააცნო.

"ლაციო" პოლონელ ფეხბურთელს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც
რამდენიმე დღის წინ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ალ ჰილალს" შეუერთდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაოფიციალურდება ტრანსფერი. გარიგების სავარაუდო თანხად 30 მილიონი ევრო სახელდება.

alt"ხვიჩა რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია" - "ნაპოლის" ქომაგებმა ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს

alt"გასახდელში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ" - რა თქვა ჟელინსკიმ

alt"ნაპოლიმ" ჟელინსკის შემცვლელი შეარჩია

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ვიცი ამ ფეხბურთელზე ასეთი წეწვა-გლეჯვა რატომ არის? არ მომწონს ამის თამაში, თან აშკარად კვარას ვერ იტანს იმდენჯერ არ მისცა პასი, როცა პირისპირ ტოვებდა ფაქტიურად და შორიდან უაზროდ ურტყავდა, ერთიც არ გაუტანია თან იმ დარტყმებიდან...
Givi
12:20 18-07-2023
0
უფანტაზიოსთან ერთად ოპტიმისტიც ყოფილა.
რაის ფეხბურთელია,აიღე ბიძი 45 მილიონი,გადასახადების მერე 20მაინც ხო დაგრჩება შენთვის,ესეც არ მყავდეს ლევანდოვსკი
Levani
15:56 17-07-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული