საუდის არაბეთში გადასული ფეხბურთელები საცხოვრებლად სხვა ქვეყანას ირჩევენ - Daily Mail-ი ვარსკვლავების ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე

AutoSharing Option
Daily Mail-ი წერს, რომ საუდის არაბეთში გადასული საფეხბურთო ვარსკვლავთა უმრავლესობა საცხოვრებლად მეზობელ ქვეყანა ბაჰრეინს ირჩევს და ამას ბევრი ფაქტორი აქვს.

საუდის არაბეთში არსებობს ბევრი ისეთი კანონი, რომლებიც არამუსლიმი ადამიანისთვის რთული შესასრულებელია.

მაგალითად, ბაჰრეინში ალკოჰოლის რეალიზაცია და მოხმარება დასაშვებია. ასევე, საუდის არაბეთისგან განსხვავებით, ბაჰრეინში არის ბარები და რესტორნები, რომლებიც განთქმულია ფუფუნებითა და მაღალი დონის მომსახურებით.

ბაჰრეინის კიდევ ერთი უპირატესობა შოპინგია. მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მიმოფანტული ბრენდირებული მაღაზიები, რომლებიც გვთავაზობენ ტანსაცმელს ყველა გემოვნების ადამიანისთვის და არამარტო მუსლიმებისთვის.

ფეხბურთელები და მათი ოჯახები ძირითადად
სამ ადგილას სახლდებიან: ამვანჯის ხელოვნური კუნძულები, ქალაქ რიფას აღმოსავლეთითა და პატარა შტატის მანამის დედაქალაქში.

მანამა მხოლოდ 70 კილომეტრითაა დაშორებული "ალ-იტიფაკის" ბაზიდან, რომელსაც სტივენ ჯერარდი წვრთნის და 480 კილომეტრში საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადიდან, სადაც "ალ-ნასრი" და "ალ-ჰილალია" დაფუძნებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ჩემპიონატია...
სააკაძე
08:08 19-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული