გახსოვთ "მეთევზეთა" "კლაკსვიკი"? - "ფერენცვაროში" გამოაგდო და ჩერჩესოვი უმუშევარი დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფერენცვაროში" ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფარერების "კლაკსვიკთან" დამარცხდა (სტუმრად 0:0, სახლში 0:3) და ტურნირიდან გამოვარდა.

პირდაპირ ნამატჩევს ბუდაპეშტურმა კლუბმა მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გადააყენა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ გახდა უნგრეთის ჩემპიონი და რომლის მაღალ სპორტულ მიღწევებზე რუსული მედია გამუდმებით და სიამაყით ავრცელებდა ინფორმაციებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანები სკანდირებდნენ: "რუსები - სახლში".

შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად “კლაკსვიკთან” 1:6 განადგურდა. იმ მატჩში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი თავდამსხმელი, 33 წლის პალ კლეტსკარო დღეს სათადარიგო
იყო.

კლაკსვიკი ფარერების ერთ-ერთ ჩრდილოეთკუნძულოვან კლდეზე მეთევზეთა პატარა სოფელია. ეს კუნძული თბილისზე შვიდჯერ პატარაა, 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს და რადგან უმეტესად თოვლითაა დაფარული, ოქტომბრიდან გაზაფხულამდე იქ ფეხბურთს ვერ თამაშობენ.

Sportall.Ge

Transfermarkt-ის მიხედვით, ამ გუნდის ფეხბურთელთა საერთო ფასი 2.78 მილიონი ევროა, მაშინ, როდესაც "ფერენცვაროშის" მეკარის, დენეს დიბუშის ღირებულება 2.8 მილიონია. ამ დიბუშს "მეთევზეებმა" ბუდაპეშტში სამი გოლი გაუტანა.

"კლაკსვიკის" გუნდში თამაშობენ: მეთევზე, ხურო, მღებავი, ბუღალტერი და ა.შ. 33 წლის მცველი ოდმარ ფარიო პორტში მუშაობს, გუნდის კაპიტანი იაკუპ ანდრეასენი კი ელექტრიკოსია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
Gasauqmebelia fexburti saqartveloshi da tu vinmes tu unda tamashi fexburtis itamashos sazxvar garet rogorc xvica . Itamasheb saqartveloshi da egreve unda mice sroki. Kanonia shemosatani
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
20 ივლისი 2023 08:50
6
ფარერებს ეტყობა ფეხბურთის კარგი ფედერაცია ჰყავთ.
ზაქრო
20 ივლისი 2023 08:03
3
5 ათასი თუა მოსახლეობა თბილსზე 7ჯერ პატარა როგორაა? მაგარი მათემატიკა იცით
გენა
20 ივლისი 2023 07:22
18
ფართობით 7 კერ პატარაა და ისიც მეჩხერად დასახლებული, ანუ სოფელია სოფელი
სხვა რამე
20 ივლისი 2023 18:59
0
გენა, ძვირფასო კუნძულიაო შვიდჯერ პატარა თბილისის ფართობზე და არა კუნძულის მოსახლეობა თბილისის მოსახლეობაზეო,გასაგებია?
"ობიექტური შემფასებელი"
20 ივლისი 2023 11:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული