ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს

AutoSharing Option
ედინსონ კავანი კარიერას "ბოკა ხუნიორსში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 36 წლის ფეხბურთელი და "ვალენსია" ამჟამინდელი კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ. კავანისთვის "ბოკა ხუნიორსი" ყოველთვის საოცნებო კლუბი გახლდათ.

ედინსონი "ღამურებს" გასულ სეზონში შეუერთდა. ურუგვაელმა "ვალენსიას" მაისურით ჯამში 28 მატჩი გამართა და თავი 7 გატანილი გოლით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვალენსია ხო ააყვავა! ბოკასაც ააყვავებს!
რერო
14:45 29-07-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული