85 მილიონი ევრო ჰოილანდის სანაცვლოდ - "ატალანტა" მზადაა "იუნაიტედის" წარმომადგენლებს დანიელის სანაცვლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდნენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა რასმუს ჰოილანდის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაიხადოს.

The Athletic-ის ცნობით, ბერგამოელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონს მიიღებენ, 10 მილიონი კი ბონუსი იქნება.

ამის საპირისპიროდ, "ატალანტას" ხელმძღვანელობა დანიელს 90 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა, თუმცა მზად არიან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში რასმუსმა 32 შეხვედრა ჩაატარა და თავი 9 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა დანიას უკვე ყაზახეთმა მოუგო.
ჩვენ იმედია ქართული ოცნება არ დაგვღუპავს და საქმეს სრული სერიოზულობით მივუდგებით ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისას!...
ლაშა
18:49 30-07-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული