წყაროს ცნობით, არაბული კლუბი ნიგერიელ ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს, ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 35 მილიონ ევროს სთავაზობს. ამჟამად, ოსიმენი "ნაპოლიში" წელიწადში 10.90 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას სთავაზობს "ალ ჰილალი" "პარტენოპეის" და სურს თუ არა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ვიქტორის გასხვისება.
შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 31 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
კვარაცხელია ტრავმირებულია, ოსიმენი "გაუჩინარდა", "ნაპოლი" არადამაჯერებელია, სეზონი კი მალე დაიწყება