წყაროს ცნობით, ბრაზილიელის დამატებისთვის არაბული კლუბის გარდა "ბარსელონაც" იბრძვის, თუმცა "ალ ჰილალი" როგორც "პარი სენ ჟერმენი" ნეიმარს უფრო დიდ ხელფასს სთავაზობს.
UOL-ის ინფორმაციით, "ალ ჰილალი" მზადაა 31 წლის შემტევს წელიწადში 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ცნობილია, რომ მოთამაშის გაყიდვის სურვილი პსჟ-მაც გამოთქვა.
შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენმა" ნეიმარი 2017 წელს სარეკორდო 222 მილიონ ევროდ შეიძინა.
"ჩემზე არაფერია დამოკიდებული" - ხავი ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე